დაკრძალვა არის ცერემონია, რომელიც დაკავშირებულია გარდაცვლილის გვამის საბოლოო განკარგვასთან. დაკრძალვის წეს-ჩვეულებები მოიცავს რწმენისა და პრაქტიკის კომპლექსს, რომელსაც სხვადასხვა კულტურაში იყენებენ გარდაცვლილთა ხსოვნისა და პატივისცემისთვის, დაწყებული სხვადასხვა რიტუალებით და ლოცვებით, დამთავრებული დაკრძალვის განსხვავებული ცერემონიებით.
მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ზოგიერთი არქაული და ადრეული თანამედროვე ადამიანი თავის მიცვალებულებს მარხავდა. დაკრძალვა ხშირად მიცვალებულთა მიმართ პატივისცემის გამოხატულებად აღიქმება. მას იყენებდნენ ხრწნის სუნის თავიდან ასაცილებლად, ოჯახის წევრებისთვის სიმშვიდის მისანიჭებლად და ადამიანების გარდაცვლილი სხეულის გახრწნის ხილვის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მრავალ კულტურაში ეს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელ ნაბიჯად აღიქმებოდა, რათა ისინი სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში შესულიყვნენ ან სიცოცხლის ციკლს დაუბრუნდნენ.
როგორია დაკრძალვის ისტორია და ტრადიციები საქართველოში
სხვადასხვა დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებულია მიცვალებულთა მიწაში დაკრძალვის სხვადასხვა წესი, მათ შორის: ორმოსამარხებში, ქვაყუთებში, კრამიტსამარხებში. განსაკუთრებით საყურადღებოა, მიცვალებულის ეტლზე, კევრზე და ქვევრში დაკრძალვის წესები.
ანტიკური ხანიდან გვხვდება მთლიანკვეთილი სარკოფაგები, მავზოლეუმის ტიპის აკლდამები (ბაგინეთი, არმაზისხევი და სხვ.). ამ ტიპის სამარხებში სამეფო კარის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს მარხავდნენ. აკლდამებში დაკრძალვის წესი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი, ხევი) გვიანობამდე შემოინახეს.
დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში გავრცელებული ყოფილა ჰაერზე დაკრძალვა (ხეზე, ფიცარნაგზე) გვხვდება აგრეთვე მეორეული დაკრძალვის წესიც (დაკრძალულის გადასვენება სხვა ადგილას). თანამედროვე საქართველოში, ქრისტიანული რელიგიის მიმდევრებს შორის , გავრცელებულია მიცვალებულის მიწაში დამარხვა.
რას მოიცავს დამკრძალავი ბიუროების მომსახურება ?
დაკრძალვის ცერემონიას, ტრადიციულს თუ უფრო თანამედროვეს ორი ფუნქცია აქვს: აღნიშნოს ინდივიდის გარდაცვალება და მისი ცხოვრებისეული მიღწევები, გააერთიანოს მგლოვიარე ოჯახის წევრები და მეგობრები ერთმანეთის მხარდასაჭერად ამ რთულ დროს.
სარიტუალო მომსახურება - რაც გულისხმობს სასახლის კუბოს მიწოდებას, დაკრძალვის ცერემონიის დაგეგმვასა და ჩატარებას.
კატაფალკის მომსახურება - მიცვალებულის დაკრძალვის ადგილამდე შესაბამისი ტრანსპორტით გადაყვანა.
ბალზამირება - ამ პროცედურისას მიცვალებულის სხეული მუშავდება და სტერილდება, რათა არ გაიხრწნას.
სასაფლაოს დიზაინი - შეიძლება მოიცავდეს საფლავის ადგილის შერჩევას, ქვისა და დიზაინის დამზადებას, ლანდშაფტის დაგეგმარებას, საფლავების მოპირკეთება და სხვ.
სასახლე მაცივარი - გარდაცვლილი ადამიანის სხეულის დამუშავება და სიცივეში მოთავსება საშუალებას იძლევა, რომ ის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნდეს, რაც ხელს უშლის დაშლის ბუნებრივი პროცესის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
დამკრძალავი ბიუროების სერვისები, ასევე ითვალისწინებს კულტურულ და რელიგიურ თავისებურებებს, რათა უზრუნველყოს ყველა ტრადიციის დაცვა დაკრძალვის პროცესში.
რა არის საფლავის ქვა და რა ღირს სასურველი ქვის დამზადება ?
საფლავის ქვა დაკრძალვის ადგილზე არსებული ნიშანია, რომელზეც დატანილია ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ. ეს შეიძლება იყოს სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. ასევე,
საფლავის ქვაზე დატანილია გარდაცვლილის ფოტო ან გამოსახულება. გარდა ამისა, ზოგიერთ საფლავის ქვაზე, ასევე დატანილია გარდაცვლილის სადიდებელი ეპიტაფიები ან რელიგიური ტექსტებიდან ციტატები.
საფლავის ქვის ღირებულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მის: ზომაზე, მასალაზე, დიზაინის სირთულესა და დამატებით სერვისებზე. საფლავის ქვა შესაძლოა, იყოს დროებითი და მუდმივი. დროებითი მოდელები გამოიყენება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მუდმივებს იდეალურ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ ხანგრძლივი მომსახურების ვადა, 50-80 წლამდე.
რა არის და რისთვის გამოიყენება სარიტუალო დარბაზი ?
სარიტუალო დარბაზი არის სპეციალურად სივრცე, სადაც გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან. აქ შესაძლებელია, როგორც გარდაცვლილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსახურების, ასევე დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება. სარიტუალო დარბაზი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უმსუბუქებს სტრესს და საშუალებას აძლევს ამ მძიმე დღეების განმავლობაში მარტივად მოაგვარონ ორგანიზაციული საკითხები.
რა არის კატაფალკა და რისთვის გამოიყენება ის ?
კატაფალკა არის სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილი ადამიანის ცხედრით სავსე კუბოს გადასატანად. კატაფალკა ძველად ასე ერქვა საკაცეს, რომლითაც გარდაცვლილი სამარხამდე მიჰყავდათ. ბორბლის გამოგონების შემდეგ, გარდაცვლილის ცხედრის გადაყვანა ცხენებით შებმული ეტლებით დაიწყეს. დროთა განმავლობაში ეს წესიც შეიცვალა და უკვე ცხედრის სამარხამდე გადასაყვანად ავტომობილის გამოყენება დაიწყეს. კატაფალკის გამოძახებამდე მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ კატაფალკის მოდელი. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, ზუსტი თარიღის და დროის განსაზღვრა. მარშრუტის სწორად დაგეგმვა და განსაზღვრა.
რა არის სასაფლაოს დიზაინი და რისთვისაა ის საჭირო ?
სასაფლაოს დიზაინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია გარდაცვლილი ადამიანის საფლავის მოპირკეთების დროს.
სასაფლაოს დიზაინი მოპირკეთების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული საფლავის ინდივიდუალურ იერსახეს. სასაფლაოს დიზაინის მიხედვით განისაზღვრება, როგორი ტიპის საფლავის ქვა უნდა დაიდგას, როგორ მოპირკეთდეს საფლავის ტერიტორია და სხვა. მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნა, რომ სასაფლაოებს აქვს თავისი რეგულაცია და წესები, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. დამკრძალავი ბიურო
თბილისში,
ქუთაისსა და
ბათუმში მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალური და გამორჩეული სასაფლაოს დიზაინის შექმნას.
რა არის მიცვალებულის მაცივარი და რისთვის გამოიყენება ის
მიცვალებულის მაცივარი გამაგრილებელი მოწყობილობების უახლეს თაობას მიეკუთვნება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდეს. მიცვალებულის მაცივარი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
- ინახავს გარდაცვლილის სხეულს და ანელებს ბიოლოგიური დაშლის პროცესებს;
- ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და ინფექციების გავრცელებას;
- უნარჩუნებს გარდაცვლილს ვიზუალურ მდგომარეობას;
მიცვალებულის მაცივარი იყენებს სპეციალურ გაგრილების სისტემას, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურას 2-4°C ფარგლებში, თუმცა ეს ტემპერატურა ცვალებადია და იმის მიხედვით რეგულირდება, თუ რა ვადით არის საჭირო ცხედრის დაყოვნება ან როგორი სეზონია და რა ტემპერატურაა გარეთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ სასახლე კუბოს არჩევისას
თითოეულ სარწმუნოებას აქვს საკუთარი შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გარდაცვლილის საბოლოო განსასვენებელი,
სასახლე კუბო. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
- მართლმადიდებლების მიერ არჩეულ სასახლეს მართკუთხა ფორმა აქვს, რომელიც ფეხებთან ვიწროვდება. ამ დიზაინს გარედან აქვს სახელურები მიცვალებულის სასაფლაომდე სატარებლად.
- კათოლიკეები უპირატესობას ანიჭებენ კუბოს ფართო ნაწილით მხრების არეში და თანდათანობით შევიწროებით ფეხებისკენ. ამ დიზაინს ექვსკუთხა ეწოდება.
- მუსლიმები, რომლებიც მკაცრ რელიგიურ წესებს იცავენ, მართკუთხა კუბოს უკვეთენ. გარედან იგი დაფარულია მწვანე ქსოვილით. მას არ აქვს სახელურები ტარებისთვის. ეს არის მთლიანად ხის ყუთი, ლითონის ელემენტების გარეშე.
- ებრაელები მიცვალებულებს ძალიან მოკრძალებულად მარხავენ - კუბო დახურული სახურავით.
თუ გსურთ ბიუჯეტურ ფასად შეარჩიოთ დამკრძალავი ბიუროების მომსახურება, რომელიც იქნება გამორჩეული და საუკეთესო სერვისი, საიტზე
servisebi.ge შეგიძლიათ გაეცნოთ განცხადებებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.